შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩემი ვარსკვლავი

ჩემი ვარსკვლავი, სატრფოო, ცის თაღზე შუქად რომ ადის,
შენი ღიმილის შუქია, გამათბობელი მარადის.

ჩემთვის სიმღერა, შვენებავ, შენი ხმა არის ნარნარი -
დიდება სიყვარულისა, ცის სამსხვერპლოზე დამდნარი.

და მე, შენს მგოსანს, იქ ძალმიძს მარადჟამს ვიბედნიერო,
იქ ძალმიძს მხოლოდ ვიცოცხლო, სადაც შენა ხარ, ციერო.

და, რაც კი ქვეყნად ამ ჩემს თვალს უეცრად მოეჩვენების,
მარტოდენ ანარეკლია მაგ ღვთაებრივი შვენების...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →