შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

უცხოელი ბავშვი

შორს გაფენილო
მინდვრების ტილო,
და გიგანტურო
ღრუბლების ჩრდილო!

ნისლების მძიმე
მტევნები მთაზე
რა სიმდიდრეა,
რა სილამაზე.

ნარინჯის ვრცელი
და ფართო ხალი,
თურინჯი, თუთა
და ფორთოხალი.

მძივები ნაზი,
ცვარი კამაზე...
რა სიმდიდრეა!
რა სილამაზე!

ეს ოცნებაა,
ოცნება ლაღი.
შენ რა, პატარავ?
სხვისია ბაღი.

სხვისია მძიმე
მტევნები ვაზზე,
შვება, სიმდიდრე
და სილამაზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →