ჩანაწერი
Laravel
უეცარი ქალაქი
იქ იშლებიან თეთრად ნაგები
ობელისკების ნელი შვენება,
იქ აიმართენ სხვა ქალაქები,
მთებს რომ გველივით შეეშენება.
ხელოვნურ ხეებს ქუჩა-ქარვასლა,
რომ მიეფინოს, რბიან დღეები,
ქარვების ჰქრება სიდარბაისლე,
ქართ დაბერვის არ მოშიშეები.
იქ, შორს, სხვაგვარად მიჰქრიან დრონი,
რომ მიუტანოს ოცნებამ ნაზმა
აზრს ციფერბლატი, თვალს ელექტრონი,
გულს მარმარილო, სმენას ფანტაზმა.
იქ ვერაფერმა გააანკაროს
სახლების წყება, რისხვათ ალაგი,
რომ მოზმანებულს გავდეს სამყაროს
და უეცარი აღდგეს ქალაქი.
ობელისკების ნელი შვენება,
იქ აიმართენ სხვა ქალაქები,
მთებს რომ გველივით შეეშენება.
ხელოვნურ ხეებს ქუჩა-ქარვასლა,
რომ მიეფინოს, რბიან დღეები,
ქარვების ჰქრება სიდარბაისლე,
ქართ დაბერვის არ მოშიშეები.
იქ, შორს, სხვაგვარად მიჰქრიან დრონი,
რომ მიუტანოს ოცნებამ ნაზმა
აზრს ციფერბლატი, თვალს ელექტრონი,
გულს მარმარილო, სმენას ფანტაზმა.
იქ ვერაფერმა გააანკაროს
სახლების წყება, რისხვათ ალაგი,
რომ მოზმანებულს გავდეს სამყაროს
და უეცარი აღდგეს ქალაქი.
Laravel
კომენტარი
0