შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ტირიფი, დარგული ალფრედ დე მიუსეს სამარესთან

ტირიფი ტირის,
მდინარის პირის
და თავის გმირის
თავგადასავალს.
(აქ მრავლობითი
იდგა კოპიტი
მარადყოფითი
შრიალით სავსე),
ფერმკრთალი მუზა,
შემკრთალი მუზა,
ნამდვილი მუზა
დე მიუსსესი,
ტირის, რომ დღემდე
მიუსსეს შემდეგ...
ოცნებავ, შესდექ!
აი, მიზეზი.
ტირიფი ტირის.
მე ცრემლის ხშირის
არა ვარ მომხრე:
არაა წესი.
დრო ანთებს რკინას,
დროს აღარ სძინავს
და ჰქუხს და გრგვინავს
ჩვენი კონგრესი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →