შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სანატორიუმში

ო, შრიალით ეშვება
შემოდგომა სნეული.
ჩვენს ბაღს არ მოეშვება
გაყვითლება გრძნეული.

ერთმანეთს ემოძმება
ხანით მხარშექცეული,
ავადმყოფი ოცნება
და მზე ლანდად ქცეული.

მოაქვთ ჩემთან ყოველდღე
მშვენიერი ვარდები,
მოკრეფილი ტყედატყე,
ყვითლად ნაფერადები.

თრთიან ხელშეუხები
ოცნებების კვართები,
ის წაბლები, მუხები -
იმ ტყის მილიარდები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →