შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ორი მრისხანე სტიქიის ბრძოლა

ორი მრისხანე სტიქიის ბრძოლის
ბავშვობიდან ვარ მაყურებელი.
აჰა, გაიხსნა ლაჟვარდი ბროლის,
მზე უდაბნოის მახურებელი.

მზეებო, ღრუბლებს სხივებით ვარცხნით.
მზეებო, რამდენ ალივით ღვივით,
მზეები მარჯვნით, მზეები მარცხნით...
რამდენი მზეა, რამდენი სხივით!

ერთნი დასცქერენ ცის სიმაღლიდან,
ჯოჯოხეთიდან ცას - მეორენი;
ანგელოსები პირველთ ვერ ღლიდენ,
ვერც დანარჩენებს შავი ყორანი.

არავის ქვეყნად მე არ ვცემ თაყვანს,
მაგრამ ერთია ორივე ჩრდილი,
თუ ანგელოსი გირწევდა აკვანს -
შემდეგ დემონად მოვა სიკვდილი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →