შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ნუ გენანება ხმის გამეტება

როცა ზღვის სუნთქვა გულზე გედება
და ზეცა გულში კვლავ იხედება,
იმ დროს სიმუნჯე ნუ გებედება,
ნუ გენანება ხმის გამეტება.

ხალხში თავმდაბლად გაივლი როსმეს,
თუ გასაჭირში შეხედავ მოძმეს,
შენ, იმა ცეცხლში შთავარდნის მოწმეს,
ნუ გენანება ხმის გამეტება.

და თუ იმღერებ - ვითარცა შეგფერს
სულ სხვა ხმის მქონე მგოსანს და მეფეს,
ქვა წისქვილისა გინდ ყელზე გებეს,
ნუ გენანება ხმის გამეტება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →