შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ნიაღვარი

როცა მზე მწვერვალს გადმოანათებს
და სხივს დაადნობს თოვლიან მთაზე,
უკვდავებაა მაშინ მნათობის
მშვენიერება და სილამაზე.

მაგრამ როდესაც აღქაფებული
ზვირთი გზას ურხევს მომსკდარ ნიაღვარს.
ვინ გამოხატავს ამ მრისხანებას,
რა სული შექმნის სტიქიას ამგვარს?

დაადნე სხივი, სულო ციერო,
ამ სიცივისგან გაყინულ გულზე,
ტკბილი მორევი შემიგუბდება
ჩვენს ყვავილებზე, ჩვენს სიყვარულზე.

და თუ ოდესმე, ვით ნიაღვარი,
გულის სიღრმიდან გრძნობა მოსკდება -
ვფიცავ, რომ მევე მომკლავს, დამღუპავს
ჩემი ნაღველი, ჩემი ოცნება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →