შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ნავთის ცისტერნები

დღეს, ორთქლმავალო, სავსევ მდგმურებით,
რაც წინად გვწადდა - უფრო გვწადია,
ნათელ მიზნისკენ მივეშურებით,
მალე თოთხმეტი წელიწადია.
ეს იყო წელსაც, შარშან, შარშანწინ
მტერს, სთქვი, რამდენჯერ მიუქარნია,
ძნელი გზა არის მეტად, მაგრამ წინ,
წინ, ცისტერნების დიდო არმია!
თქვენ შეჩერდებით იქ, სადაც ძმური
პროლეტარული მოვა შეგნება
და მსოფლიოში კომუნისტური
თავშესაფარი შრომას ექნება.
იქ გავიხსენოთ - უკვე ძლეული
გზების მწველობა, სიცხე, სიალე,
მანამ კი ნავთი ცეცხლშერეული
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →