შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მშვენიერი და ძლიერი ადამიანისათვის!

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ასეთ ჯანმრთელ ბუნებაშია
ჯანმრთელი და
რევოლუციონური,
ვულკანიურ ორკესტრივით
მშფოთარე რიონჰესი.
მისი მიზანია
შრომის ყიჟინით
მეომარი ადამიანი.
მშვენიერი და ძლიერი ადამიანი.
თან მიჰყავს
რიონჰესს ეპოქა
გესების
ახალი ნორდებით,
თანდათან,
თანდათან,
თანდათან,
ყოველდღე
სიბნელეს ვშორდებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →