შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მე და ღამე

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება
მთვარით ნაფენს არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს.
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე, ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
Laravel

კომენტარი

13
გენაცვალე!
ცოტნე არჩვაძე
ცოტნე არჩვაძე პოეტი, ფილოსოფოსი დონე 1 · ახალბედა 6 წლის წინ
დიდებული ლექსია!
dzmaan momewona miyvars vaja pshavela
am vajas leqstan gavavle paraleli miyvars da ravqna
ექსტაზი
მიშიკო ხალიჩაშვილი
ქართული პოეზიის მარგალიტი
8 წლის წინ დამიტოვებია კომენტარი ✌🏼✌🏼🍷🍷😀😀🇬🇪🇬🇪
დიდი არაფერი არაა რა
ბოლომდე წავიკითხე და ვტირი ნვმ
gruzini_gyro საპოჟნიკი დონე 1 · ახალბედა 8 თვის წინ
გალკიტაბ რესპეკტ ❤️
ალექსანდრ გაფრინდაშვილი მასწავლებელი/ფილოლოგი დონე 1 · ახალბედა 8 თვის წინ
იმენა მე
მერაბი ბოკუჩავა დონე 1 · ახალბედა 7 თვის წინ
ნიკოლოზ ღუნაშვილა ცრემლი დაღვარ კვალავ პლეხანოვის წარმოდაგენელი
ამ ლექსს რომანტიზმის პათეტიკა და სიმბოლიზმის ნიჭიერად დაწერილი მეტაფორები რომ მოვაკლოთ ვიღებთ ინფანტილური ბავშვის სულელურ მოსაზრებებს.აი ასეთს:„მე მაქვს რაღაც უდიდესი საიდუმლო, რომელსაც არავის ვაჩვენებ, ვერავინ გამიგებს, თქვენ ყველანი ზედაპირულები ხართ (ქალი, ღვინო, მეგობრები), მხოლოდ მე ვარ განსაკუთრებული და ჩემი ერთადერთი ტოლი ღამეა!“
გალაკტიონს ეს მეტაფორები (რაც ერთადერთი ღირებულებაა ამ ლექსში)და განწყობები ევროპელი სიმბოლისტებისგან (განსაკუთრებით ფრანგებისგან) აქვს აღებული.
ღირებულების თვალსაზრისით ეს ლექსი პირიქით სახიფათოა! გაძლევს კამფეტებს ,მაგრამ არც არაფერს გასწავლის, გაგდებს ტრანსში თუ კრიტიკული მოაზროვნე არ ხარ და საბოლოოდ ხარ ესტეტიკით დამტკბარი იდიოტი!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →