შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

იმედთა ნაცვლად

რა წამებაა - როცა იმედთა
ნაცვლად გულს ჭმუნვა მოიცავს ძნელი,
როცა უცხო ხარ მთელი სოფლისთვის
და უცხო არის შენთვის სოფელი.
სიზმრად გინახავს ხორცსხმული სახე -
მშვენიერება, თვით სიზმარ-ცხადი,
ელოდი შენ მას და გიტაცებდა
ოცნებათ გუნდი ფერად-ფერადი.
ეხლა ხანდიხან სავსე ფიალით
მოკლე ხნით გათრობს ოცნებათ ზოლი,
მაგრამ რას აქნევ წუთიერ შვებას...
შენ სულითა ხარ ქვეყნად ობოლი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →