შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ვწერ ვინმე მესხი მელექსე

ვწერ ვინმე მესხი მელექსე,
რაც კი მივლია მე გზები
ჯერ ლექსი მწვავდა, მერე მზე,
ჯერ მზე და მერე ლექსები.

იყოს ნაკვეთი შაირი,
როგორც ნასროლი ისარი,
ხან სროლა ქუხილნაირი,
ხან რხევა სამაისარი,

ხან საკვნესარი დაირი,
ხან ჩანგი მოდაისარი;
ის არი სუნთქვა, ჰაერი,
მთელი სიცოცხლეც ის არი.

შმაგი, ვით ვეფხვი დაჭრილი,
მშობლიურ მთა და ველებზე,
ვარ ოცნებისთვის გაჭრილი
მე, ვინმე მესხი მელექსე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →