შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ

ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ.
ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ.
დიკკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.
ღამეა, საცაა სანთელი ჩამიქრება.
ოცნება წარსულზე და ღვინის ფარები,
საცაა სანთელი ისევ ჩამიქრება.
უეცრად გრიგალმა დააღო კარები
და ბინა პოეტის გადაიქცა ქვითინად,
ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ,
ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ.
მე თვალით ვეძებდი ზამბახის პრინცესას,
მწყუროდა ცისფერი ვარდები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →