შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ეიფელის კოშკზე

არის მთასავით კოლოსალური
მარსის მინდორზე მდგარი შენობა,
მე ავდიოდი, ვით მოხარული
სვეტებზე ადის შუქთაფენობა.

ოთხკუთხიანი ეს პირამიდა,
პარიზზე ასე განით მჭვრეტელი,
ეხლაც იგონებს, როგორ ავიდა
ამ სიმაღლეზე აქ წერეთელი!

(ვიღაცა სწუხდა, მგონი, ლექსებით,
რომ გვიან შეხვდა უეცარ ალებს,
რომ დაუძლურდა, რომ ექსცესებით
ვეღარ გაართობს პარიზელ ქალებს).

მე ამ კოშკს ჩემი შევწირე მსხვერპლი
და შევიწირე, ვით სახსოვარი,
ზრუნვის საათი, ჩემი საფერფლე,
ერთიც იდეა სწორუპოვარი:

რომ ეიფელის მწვერვალზე დადგმულს
რადიოსადგურს უსმენს პარიზი:
უთანაბრობა დროებამ შთანთქა,
ეხლა ჩვენია ეს ასპარეზი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →