შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დღე გაფითრდა იაგუნდის

დღე გაფითრდა იაგუნდის,
დგას ღრუბლების ჯგუფები.
რაგინდ დიდი გული გქონდეს,
მაინც დაიღუპები.

საშინელი მოსკდა წვიმა,
როს მცხეთაში წავედი,
სად აზიდა სერაფიმმა
მწირის ცა, ვარსკვლავები.

არ გადიღო წვიმამ გზამდე,
ტალახებს ვერ დავზელდი,
და თავიდან ფეხებამდე
მასხა. ძლიერ დავსველდი.

მე გავცივდი. ავადა ვარ,
ძლიერ, ძლიერ ავადა.
ის მწარე დღე, გსურს თუ არა,
მოვა თავისთავადა.

დღე გაფითრდა იაგუნდის,
დგას ღრუბლების ჯგუფები.
რაგინდ დიდი გული გქონდეს,
მაინც დაიღუპები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →