შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გობელენი

იქაური ცა ფოთლით ქსოვილი,
ლაჟვარდ თვალთაგან გადასულ ნამით
მოველი ღამეს და შენ, სულამით!
ჩემს მკვლელ - მიუვალ ღამეს მოველი.

ალერსთა უხვი და უხმო ველი
დამფარავს ნისლთა წამოსასხამით
და დათრობაში ამ ღამის-ღამით,
უხილავ გზებით შთავა ყოველი.

ტბის პირად, როცა ხეების ხელებს
დაეკიდება მთვარე და ცვარი,
დამთვრალი ბაღი გაშლის გობელენს...

შემოდგომის ცა - ასე დამწვარი,
უჩინარ ჭკნობის ალთა დარევით
ტბას დავეცემი უხმოდ, მკვდარივით!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →