შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

გამოთხოვება

მაშ, მშორდები? მაშ, სიზმარი
ისევ აღარ განახლდება?
გხედავ, აღარც იხედები,
გული მწყდება, გული მწყდება..
დრო, შენს ახლო გაფრენილი,
რა ვქნა, აღარ მავიწყდება.
შენ ვერც იგრძნობ ვერასოდეს,
თუ ეგ გული როგორ კვდება.
შენს გულს დიდხანს დავიწყების
გაიტაცებს ბნელი ბინდი,
მე არ მსურს, რომ ძალით გფლობდე,
სადაც გინდა - გადაფრინდი!
მაგრამ ღამით, როცა მთვარით
ათეთრდება შორი მთები,
მოგიგონებ და ცრემლები
გადმომცვივა, ავღელდები.
ეჰ, რა ვუყო, ჩემშივ დარჩეს,
რაც დამტანჯავს შმაგს და უძლურს,
მე არ მსურს, რომ ძალით გფლობდე,
წადი, წადი, სადაცა გსურს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →