შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არ ვარ ობოლი ამ ქვეყანაზე

არ ვარ ობოლი ამ ქვეყანაზე,
შენ მეგულები ნუგეშად სანამ...
რა არის ტკბილი დედის ნანაზე,
მე მიმატოვა ადრე იმ ნანამ.
მაინც დავდივარ ამ ქვეყანაზე.

სულ არ ვივლიდი ამ ქვეყანაზე,
ნუგეშად რომ არ მეგულებოდე,
დაე, მგოსნობით მრავალ ხანაზე
ზოგს ვყვარებოდე, ზოგს ვძულებოდე.
ობლად თავს არ ვთვლი ამ ქვეყანაზე.

არ ვარ ობოლი მე ქვეყანაზე,
აგერ ქნარები, აგერ გულები...
ზღვაო, ის ჰანგი შენ გაანაზე,
კვლავ ვიტყვი: რაკი შენ მეგულები,
ობლად თავს არ ვთვლი ამ ქვეყანაზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →