შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ენაზე აკრავს ხალხი ..

ციკლიდან „პაციფიზმი“

ენაზე აკრავს ხალხი, ნაცია.
დღისით შეხედავ, თითქო კაცია,
სხვა არ გეგონოსთ: ერთა ლიგაა
და საიქიოს კომპენსაცია.
ხან რომ შეხედო, ასე გგონია,
მოსკოვი მასთან მონაგონია,
ო, უსათუოდ დემოსფენია,
ო, უსათუოდ ციცერონია.
მადლობა ბედს, რომ არა ვართ მათი
ბუკი, ნაღარა, ბჭობა, კამათი,
ჩვენ მიგვიზიდავს მომავლისაკენ
სულ სხვა მიზანი და ანდამატი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →