შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წინად შენი სპეტაკი გზა ..

წინად შენი სპეტაკი გზა
და ვარდები ფეხით სთელეს,
მერე ვითომ შერცხვათ ცოტა
და ჩანგს მისწვდნენ უგულწრფელესს.

კარგი, კმარა, ვინ არ ხედავს -
ეს სიმორცხვე ამაოა -
მას ზეიმი დაერქმევა
და დამარხვა კი გამოვა.

დამფასებლის სამოსელში
გაეხვევა მტრების ჯარი,
მაგრამ მათი ღრიანცელი
ცინიზმია საზიზღარი!

ანგარიშში სცდება მტერი,
როს მღერის და გულში ღრინავს -
მას არ სძინავს არასოდეს,
მაგრამ ეხლა არც მე მძინავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →