შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არ მეგონა ..

არ მეგონა, რომ როდისმე
დასჭკნებოდა ვარდი,
მე მეგონა - მაგნოლიებს
ვერ დაგძლევდათ დარდი.

არ მეგონა თუ სიბერე
არის სინამდვილე,
მე მეგონა - მარადისი
არის სიყმაწვილე!

არ მეგონა, არ მეგონა,
არ მეგონა, გულო,
თუ ამგვარი გახდებოდი -
ცივი, უმამულო,

და ამგვარად თუ სიცოცხლის
მოკვდებოდა კონა -
არ მეგონა, სიცოცხლეო,
არა, არ მეგონა.
Laravel

კომენტარი

1
ზურაბ გომარელი არის ასეთი პროფესია- ნაცარქექია დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
მიყვარს💛
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →