შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მზეო თიბათვისა

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.

ტანჯვა განსაცდელში თვალნი მიურიდნე.
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხაანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.
Laravel

კომენტარი

2
analizi mchirdeba aucilebladd gtxovt damexmarettt
tazoakubardia skolis msxverpli დონე 1 · ახალბედა 6 თვის წინ
axlave ketiii

22.03.2026
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →