შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ოცნება შენს აღსარებაზე

მე მეზმანება: შენ მოდიხარ ჩემთან მღიმარი
და მეუბნები: მომისმინე: ეს მართალია:
დღემდის შენს მიმართ ჩემი გრძნობის სუსხი, ყინვარი,
ხან აფეთქება უცაბედი, როგორც ფიალა,
ხან უგულობა, უკმეხობა, რისხვა მძვინვარი
და შენთვის განგებ შეხერგილი ეჭვის გალია _
იყო მარტოდენ მოჩვენება თვალსაჩინარი,
რად განიცადე: ქვეყნად ქალი _ ყველა ქალია!
და მეც უზომოდ ვზეიმობდი შენი წამებით,
მომწონდა თავი: მგოსან გული რომ დაგიღადრე,
ახლა გეახელ და შენი ვარ, ვფიცავ სამებას,
მწადს: მივივიწყოთ ის წარსული, რაც იყო ადრე!
მე შენთან ერთად მზისკენ სწრაფვა მაქვს განზრახული,
მიმიღე, მოგვო, შენი სატრფო, შენი მსახური!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →