შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

უკან გადასროლის სურვილი

ვინც რო მიყვარდა, თუ გამიცოცხლებთ,
ვიგრძნობ იმათ მადლს, ჯავარს,
გინდაც დაბრუნდეს დრო, საშიშარი,
გავუძლებ, თანახმა ვარ.

მოვინახულო ის ოჯახები,
დიდებული და სადა,
დედაჩემს, ტანჯულს, ბალღამდაგროვილს,
ბალღი დავყავდი სადაც.

აბორგდა სისხლი და ღონეც მერჩის -
დავძრა, გადავდგა მთანი;
ისევ წარსულში დამსვით, არა ვარ
სიბერის გადამტანი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →