შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მშვიდად

მშვიდად,
მშვიდად იარე,
ჩემო ლურჯთვალება მოთმინებავ.
ქალაქს რომ გასცდები,
სოფელი შეგეყრება.
ბედნიერი ხარ,
არაფრისა არ გეშინია,
რადგანაც უკვე დიდი ხანია,
სიზმარი ცხადში აგრევია...
თბილია მტვერი სოფლის შარაზე,
როგორაც ჩვრები ჩვილი ბავშვისა.
აქ გაუვლია ნახირს, წასულა
და ტყისპირებში ძოვს მონდომებით.
მშვიდად, მშვიდად იარე,
ჩემო ლურჯთვალება მოთმინებავ.
ქალაქს რომ გასცდები,
სოფელი შეგეყრება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →