შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მშვენიერთა ხელმწიფევ

მშვენიერთა ხელმწიფევ,
მკლავ სიშორით შენითა!
კვნესის გული საკვდავად,
მსწრაფლ მჩივარის ენითა!

შენ მოგშორდი, მკურნალო, -
ვითარ მექნას შვებანი?
ნაცვლად შენსა ვინ ვჰპოვო,
მამცეს ჭმუნვის შვებანი?

შორით მჭვრეტი, მოსწრაფე,
სული შენკენ ფრინვალებს!
ოდეს თვალნი შენ გადგეს,
ყოვლად განაბრწყინვალებს.

თუმცა მომკლავ ტრფიალსა,
დაგგმობს დასნი მწყაზართა!
უმჯობეს არს, მავაჭრო
ჩემებრ ოზვრის ბაზართა!

შენთან ყოფნა მცირეს ჟამს
მოეცემს რასმე ლხენასა.
მე გაქებ, - და შენ მტანჯავ?!
რისთვის იხშავ სმენასა?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →