შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩიტი ჭადარზე

სკვერში ჩემ წინ დაჯდა პატრული,
მისმა მზერამ ყველა გატრუნა,
მე კი ფიქრიც მიყვარს მხატვრული
და ეს, მგონი, იცის პატრულმა.

სკვერში სხედან, დგანან, დადიან,
თვლიან ხეებს, სკამებს, ჩიტებსაც,
ისმის ჰანგი, მღერის მატიე,
მე კი ფიქრი სულშიც მიდევს და

თავში ხტიან რაღაც რიცხვები,
თავზე, თითქოს, ვიდგამ ჯიხურებს,
თითქოს ცირკი ვარ და ვიწყები
და წინ მჯდომი შიშით მიყურებს.

სკვერში ფიქრი უდრის კათარსისს,
როცა ყოფნა გაცლის არაქათს…
ერთი ჩიტი ცეკვავს ჭადარზე
და მე ვშიშობ – რამე არა ქნას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →