შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შინ და გარეთ

ოთახთა უდაბნო, შავი ზღვა აბაზანის -
შენია, ვერავინ წაგართმევს ვერასოდეს.
აქ განვლე-გამოვლე რომიც და ტრაპიზონიც,
აქ ყოველ კუთხეში სტროფები ტერასობენ.

დაჯექ და უსმინე “რეკვიემს”, “ტანგეიზერს”,
ან თარგმნე ბლოკი ან ბროდსკი ან ჰოფმანსტალი,
ან როლი მოირგე – ხან მონის, ხან კეისრის,
მათ გატკბონ სამოთხის ბაღნარში ყოფნასავით.

შინ გინდა იყავი კარუზოც, კუროსავაც -
შინ ყველა – ჭერის და კედლების ზიარია,
გარეთ კი, მაშინვე, ყურებში უროსავით
მოგხვდება ულმობელ ცხოვრების რია-რია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →