შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ქალის მონატრება ქარში

(იუმორესკა)

საკვირველი რაა ამ დროს,
როცა ქარი არხევს მკვდარ ჟინს!
დიდი რამე, მომენატროს,
შარიშური ქალის ფარჩის,
ყვითელ ფარძის, შავი ფარჩის
როცა ვნება ნეკნებს ამტვრევს
და ძარღვებში დადის მარშით!

გეწვეოდი, ვირჯინია,
ვიცი, ისევ მარტო ხარ შინ,
მაგრამ კაცის გეშინია... –
სუფრას არ შლი, ლოგინს არ შლი,
ხელებს არ შლი, წიგნებს არ შლი.
შენთან მოსვლას მირჩევნია
მთელი ღამე ვიდგე ქარში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →