შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სიყვარულის კბილი

მეზობლის გოგოს
სიყვარულის კბილი ასტკივდა და ტირის.
მშობლები იმაზე სწუხან, ამოუღონ თუ არა.
სიბრძნის კბილი რომ ასტკიებოდა,
არ იტირებდა მეზობლის გოგო
და არც მშობლები იფიქრებდნენ
მის ამოღება-არამოღებაზე,
არადა, სიბრძნის კბილი კია ამოსაღები...
სიყვარულის კბილი კი – სიყვარულის კბილია,
მაგრამ რომელია ეს – სიყვარულის კბილი?!
როდის და რა ადგილას ამოდის –
წინ თუ უკან,
მარცხნივ თუ მარჯვნივ,
ზემოთ თუ ქვემოთ?! –
არავინ იცის – ამაზე ხელი
სტომატოლოგებს არ მიუწვდებათ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →