შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წვიმა რუსთაველის პროსპექტზე

წზვიმასთან გავლა მე ხშირად მიწევს –
კარგა ხანია, მეგობრად ვთვლი მას...
როგორც რუსთველის პროსპექტზე, ისე
ცისქვვეშ აღარსად სეირნობს წვიმა.

აღარ იბრალებს ღრუბლების ბოლქვებს
და აქვითინებს ყველას დროებით...
იგუმბათებენ ქალები ქოლგებს,
მე კი მომწონან უქოლგოები...

და როგორც ბორცვზე ბავშვები, ციგით,
ურიცხვი წვეთი ქოლგებზე გორავს –
ეს მინდა ვნახო ამ ქვეყნის იქით,
ვარსკვლავებს იქით და უფრო შორად!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →