შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ხანდახან

ხანდახან,
როცა მიმაგდებს სევდა
და ეჭვისაგან ვარ დაშრეტილი,
მღვრიე ნისლიდან
როგორც მხედარი,
გამოდის ხოლმე ჩემი შატილი.
ნისლში ჩნდებიან:
ჩემი გირევი,
ჩემი უშგული
და ჩემი გრემი,
და ჟამი,
როგორც ნანადირევი,
მოაქვთ მაღალი,
დაღლილი მხრებით...
Laravel
წყარო: http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=5484

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →