შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ასე ვმღეროდით

<em>ლევან სეფისკვერაძეს</em>

იქ თოვდა. ვიხსენებ.
ჩვენ გვქონდა პური, წყალი
და სიცივეში ვიდექით ზურგით
ერთმანეთისკენ. თოვდა.
იქ თოვდა. ცელოფნები
გვეფარა თავზე და გაყინული
ხელებით ვთხოვდით ცას დამშვიდებას.
გაზეთებს ვშლიდით, როგორც ნერვებს
და ვკითხულობდით. საოცარია.
არაფერი ეწერა ჩვენზე.
არაფერი. სულ არაფერი
და ჩვენ ვმღეროდით:
ჩვენო მერიავ,
ჩვენო ოპერის ბაღო,
ჩვენო მთაწმინდის პანთეონო
და მთავრობის სასახლევ.
მერე თითქოს მზე გამოვიდა.
თითქოს გადავრჩით...
ზამთარმა კი თან გაიყოლა
ჩვენი ჭუჭყიანი პალტოები,
ჩვენი სინდისი,
ჩვენი გასარეცხი მოქალაქეობა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →