შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გამოიცვალა დრო

გამოიცვალა ქვეყანა

ჩარხი უკუღმა ტრიალებს:

ვირი კოკობ ვარდს უგალობს,

ბულბული ვირებრ ღრიალებს!


ზამთარში სიცხე გვაწუხებს,

ზაფხულში დგება ზამთარი:

სომეხმა ხმალი აიღო,

ქართველმა სომხის დავთარი!


ქურდები სჭრიან სამართალს,

მართლებს უყრიან ბორკილსა

და ქვეყნის მტერი იუდა

დასცინის მამულიშვილსა!


ბრიყვი და უსწავლელები

თავში უდგიან ჭკვიანებს...

გაჰქრეს ეს ჟამი ბარემღა

ნეტავი რას იგვიანებს?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →