შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სიტყვა, არათუ მიყვარხარ, არამედ ..

აჩი ბერიძე 11 წლის წინ
სიტყვა, არათუ მიყვარხარ, არამედ
სიტყვა რომელიც მითქვამს არასდროს,
ძნელია ვიცი მისვლა კარამდე,
მაგრამ არ მინდა, რომ შენ დამასწრო.

ცურავს თითები მაგ შენს ჩვეულებ-
რივი ხვეული თმების უფსკრულში,
ირჩევს დროება, არც თუ რჩეულებს
და მერე ყველა სურვილს უსრულებს.

გარეთ ჩააქრეს ყველა ნათურა,
ანუ გათიშეს ყველა უკლებლივ,
კანკალებ, ალბათ უფრო ფათურობ
და მერე თითო სიზმარს უყვები

ჩემს ყურს, რომელსაც უყვარს შენი ხმა,
იცნობს ათასში...
ალბათ იგი სჯობს,
თუ კი თითები თმებში შეგიხმა,
არ გაიღვიძო!
არ გაიღვიძო!...
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/index.php?titleid=62

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →