შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მადმუაზელ (ე.ა.)

აჩი ბერიძე 11 წლის წინ
მე თქვენ მომენატრეთ მადმუაზელ,
თქვენით შევიშალე, მოგებაძეთ,
(ყველაფერს უარვყოფ და უარზე),
ვიქნები საკვების მიღებაზეც.

გახსოვთ ჩვენი ბაღი, ფანტანები,
მთელი სამყარო რომ გიწილადეთ,
კოცნა - იძულებით, ანდაც ნებით,
როგორ გვიხდებოდა სიცილამდე.

ახლა დამაშვრალი აპრილია,
სული იმედებით გავიჭერი,
ომში დაღუპული კაპრალივით,
არვინ მომიკითხავს დამიჯერე.

თუ თქვენ დაგეზარათ უჩემობა,
გქონდეთ მოგონების მტკიცე სახლი,
ირგვლივ კეთროვანი ქუჩებია,
თავის ჰაერით და იერსახით.

მე თქვენ მომენატრეთ მადმუაზელ,
თქვენით შევიშალე, მოგებაძეთ,
(ყველაფერს უარვყოფ და უარზე),
ვიქნები ყველაფრის მიღებაზეც.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/index.php?titleid=909

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →