შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დასკვნა

აჩი ბერიძე 11 წლის წინ
ქალაქში დარბოდა სიჩუმე დილამდე-
ბავშვივით ცელქი და ბავშვივით თავნება,
ვიცი, რომ ძნელია იქამდე მიყვარდე,
სადამდეც ტკივილის სიმრავლე მთავრდება.

აძინებ თითებით ჰაერს და ნიავებს,
(მე შენი კი არა, მამლისაც არ მჯერა),
დაჯექი ჩემს გვერდით და სუნთქვით მიამბე
თუ როგორ გიყვარდი, თუ როგორ... ამჯერად -

ჯანდაბას ეს ყველა ფიციც, დამტკიცებაც,
უაზრო ქცევაა მუშტები უშინო
ჰაერსაც, რადგანაც გული არ მიცემდა
როდესაც მეძინა, როდესაც უშენოდ.

არის კი ყოველი ბედი ან განრიგი
ან უფრო მსვლელობა შემთხვევით კადრების,
კალენდრის დამწვარი ფურცლების თარიღით,
გვიანი დილაა, რაც უფრო ადრეა.

და ღმერთო, რა არის მთავარი მიზანი
ამ რწმენის გარდა და ამ რწმენის გადაღმა,
ხალხმა რომ იცოცხლოს (ეჰ), რას არ იზამენ,
მე კი, მე ამაზეც არა ვარ თანახმა.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/index.php?titleid=1399

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →