შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დღემარტი

აჩი ბერიძე 11 წლის წინ
როცა დღე დაბერდება,
როცა დღე აღთქმას ჩააბარებს,
როცა დღე უბრალოდ დამთავრდება,
როცა მოკვდება,
როცა ღამე იბადება...

დაეცი, ადექი, დაეცი, აგაყენეს,
იფერთხავ იდაყვებს და ხერხემალს ამოწმებ,
ჯერ უკან გადაიხრები, მერე მარცხნივ და მარჯვნივ.
არაფერია, გაივლის, ქორწილამდე დაგავიწყდება,
თუმცა რაღა დროს ქორწილია, უკვე შვილთაშვილიც გაიზარდა.

ზარი დაირეკა, სკოლის არა, ეკლესიის არა,
ნაგვის ზარი დაირეკა.
თუმცა ეს ადრე იყო.
ახლა... ახლა უბრალოდ გაუნძრევლად წევხარ,
ფეხის თითებს აკვირდები, რომლებსაც ათამაშებ.
არ გჯერა ექიმის, რომელიც ამბობს რომ პარალიზებული ხარ,
არც ფსიქოლოგის გჯერა, რომელმაც გითხრა რომ „გეჩვენება,
თითქოს ფეხის თითებს ამოძრავებ, ეს ახლავს სტრესს“.

წელს უკვე მეორედ მოვიდა მარტი,
კატების ჩხავილი, ქალები - დედები,
ბებიები, დიდი ბებიები, იმათზე დიდებიც...
თებერვალი ძალიან მოკლე იყო,
რატომ?
იმიტომ რომ მარტი წელს მეორედ მოვიდა.

იმიტომ რომ დღე დაბერდა,
დღე აღთქმას აბარებს,
დღე მთავრდება,
დღე კვდება...

მე დღე ვარ.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/index.php?titleid=2907

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →