ჩანაწერი
Laravel
არვო მეტსი --- ვერლიბრები
******
ეს მე ვარ, დამსმენი ღმერთთან, ჩემზე და ადამიანებზე.
*******
ღმერთო, როგორი ღარიბი ვარ,
ვერაფრით ვპასუხობ გოგონას ღიმილს,
თავს ვიკატუნებ,
თითქოსდა ღიმილზე მაღლა ვარ.
და ღიმილი კვდება.
******
ვქრები გაზაფხულში,
ბრბოში,
გუბეში,
ლაჟვარდებში.
აღარ მეძებოთ.
მე ისე კარგად ვარ...
******
უცნაური ჩვეულებაა, მიანიჭო ადამიანებს სახელები (ანდაც ნომრები)... მე უსახელოდ წავალ. უსახელოს ხომ ვერ მომძებნიან.
******
მე მეხსიერების სხვადასხვა კუთხეში გინახავთ, ღმერთმა ქნას ერთმანეთს არ შეხვდეთ!
******
... მე არ ვარ ის, ვისაც სამყარო ელოდება, მაგრამ ვეხმარები მას გააღოს ტყვიის კარები.
******
უკვე უამრავ ადამიანს გაეცალა სული...
ისინი გადაიქცნენ რობოტებად. მათ გასცემს რუხი, მეტალისფერი ელვარება თვალებში.
*******
ტკივილს ვაყენებთ მათ, ვისთვისაც ძვირფასი ვართ.
სხვებისთვის კი ჩვენ სულ ერთი ვართ.

კომენტარი
0