ჩანაწერი
Laravel
შენს ნაჭუჭში იჭედები
შენს ნაჭუჭში იჭედები
და გზაფრავს წვიმის ვალსები,
წამოიწევ ვეღარ დგები
მოგწონს თავგადასავლები.
მაღლა მთებში იხედები
ეძიებ იერიქიონს,
ჩამწკრივებული ქედებით
გსურს მთები შემოირბინო.
შესწვდე მთების სიხალასეს
მისი დასწვა მდუმარება
და მთამ ხმალი ვით ალესა
დიდგულამ და უკარებამ.
გზაფრავს ქარის სიკეკლუცე
ნიავი და ქარაშოტი,
ეზიდები სიმებს უცებ
ირმებით და ნიამორით.
ვერ დაამსხვრევ შენ მაგ ნაჭუჭს
რაგინდ გედგას ძალა ხარის,
ვერ მოირგებ მაგ სამკლაურს
თუნდ ეზიდო ქარავანით.
2017
და გზაფრავს წვიმის ვალსები,
წამოიწევ ვეღარ დგები
მოგწონს თავგადასავლები.
მაღლა მთებში იხედები
ეძიებ იერიქიონს,
ჩამწკრივებული ქედებით
გსურს მთები შემოირბინო.
შესწვდე მთების სიხალასეს
მისი დასწვა მდუმარება
და მთამ ხმალი ვით ალესა
დიდგულამ და უკარებამ.
გზაფრავს ქარის სიკეკლუცე
ნიავი და ქარაშოტი,
ეზიდები სიმებს უცებ
ირმებით და ნიამორით.
ვერ დაამსხვრევ შენ მაგ ნაჭუჭს
რაგინდ გედგას ძალა ხარის,
ვერ მოირგებ მაგ სამკლაურს
თუნდ ეზიდო ქარავანით.
2017
Laravel
კომენტარი
0