შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მესისხლხორცება სამშობლო

ზვ ია დი 7 წლის წინ
მესისხლხორცება სამშობლო
ალაზნის სანაპირონი,
დილამ ნიავი აქროლოს
და ზეცამ გვასხას მირონი.
ჩამქრალა შუქი მთებისა
კუშტად დაფრინავს ყორანი,
დამფრთხობი არის ყორნისა
ჩამოქროლება ჩობანის.
ჩამოუქროლებს სალ კლდეებს
შესძახებს ჰარი‒ჰარალეს,
მთაში მდინარეს დაეძებს
ნისლები ადის ცათამდე.
ტალღებს ახელებს ენგური
კავკასიონის კალთაზე,
გაღმა წინწყარო მეგულვის
მთები ნისლებმა დადაღეს.
ნისლს ჩამოიბერტყს დარდიანს
მთები სამშობლოს სიუხვე,
ჩობანს სინათლე სწადია
მთებსაც რომ გვერდზე მიუწვეს.
დილის ნიავმა იქროლოს
ცაში იფრინოს მტრედებმა,
შუქი ედინოს გზის ბოლოს
სამშობლო გვაჩნდეს ედემად.
მესისხლხორცება სამშობლო
კავკასის მძლავრი ქედები,
დილამ ნიავი აქროლოს
ცაში ფრინავდეს მტრედები.
2018
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →