შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

იმედი მოვა

ზვ ია დი 7 წლის წინ
შარავანდედში მკრთალად ვირწევი,
როგორც ყავარჯენს მთვარე დამყურებს
და შევცქერივარ ხელისცეცებით
ჩემზედ დაყრდნობილ მთვარეს და ღრუბელს.
თავს დამდგომია ნისლის საბანი
დარბაისელი გლეხიკაცივით
ფიქრით დავრბივარ ქვეყნის ავ-კარგში
სახეტიალოდ, როგორც ვამპირი.
ხან ქვიდან ქვაზე დავბორიალობ
როგორც წარსული მტკივა ტერფები,
ხან უძრავი ვარ, როგორც იადონს
თუ გამომსჭვივის სიმღერა ტკბილი.
მაგრამ ნუგეში, ისიც აქვეა,
ისიც აქვეა, როგორც ეს ლოდი
ვერ მოვიხელთე იგი ავყია
და მწარე სიზმრად წარსული მოდის.
ხან ნაპირი ვარ, იმედი მელის
მელის იმედი მცურავ გემივით
ნაპირს მოადგა, ვით ახლობელი
და მეც დავუხვდი როგორც კეთილი.
მაგრამ გამშორდა, მოსვლა რა იყო
ან წასვლა, წასვლა იმ სიშორეთში
მოსვლით ეს გული ლხენით აიკლო
ვით მარგალიტი ის იყო ჩემში.
ხელი დავიღე უიმედობის
მკერდში გამიჯდა სევდის მარხილი,
იმედი მოვა გულში ვენდობი
შემოცურდება ჩემში ნავივით.
2018
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →