შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მზე ოჯალეშში ჩაესვენება

ზვ ია დი 8 წლის წინ
მზე ოჯალეშში ჩაესვენება
ყურძნის მტევნები ხარობს აისით
როგორც ხომალდზე გაშლილ აფრებად
ფოთლის შრიალი აქაც გაისმის.
ყურძენს რაკრაკით ჩაეღვენთება
მზის მოლივლივე სხივი უბეში
ჩნდა ვარსკვლავები მწიფე მტევნებად
ვენახს ძნად ადგა, როგორც ნუგეში.
გაინავარდებს ბიჭი ვენახში,
წამოფრინდება ზეზე გნოლივით,
ნარწევს უწინდელს დედის აკვანში
რომ შეძლებოდა მასაც ფოფინი.
მოწყვეტს მტევანს და ეამბორება
როგორც წმინდანი ხატს მოწიწებით
და შიგ მზესავით დაილექება
მისი სიცილი და ოინები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →