შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

როცა სიკვდილმა ცელი ამართა

ზვ ია დი 8 წლის წინ
როცა სიკვდილმა ცელი ამართა
დაისრულ მკერდზე ჩამოწვა ზვავი
მე შენთან ვიყავ, როგორც ჯავართან
და მოწამლული შენივე შხამით.
კლდეში ჩახერგილს მოვგავდი მაშინ
და სამიკიტნოს ბროშურა მომცრო
მიცქერდა როგორც პატარა ბავშვი
გული დაჟანგდა ნაწრთობი ოქროდ.
სიო მეხვია როგორც იელი
და სიჭაბუკე მსდევდა მარადის
შენ ჩემი მკერდის ბარელიეფი
იყავ, დამტოვე, მითხარ ნახვამდის.
მაგრამ შეერთდა მტარვალი გზები
უნაზეს სულში ბობოქარ ღამეს
კვლავ აღვიძებდა რიჟრაჟი რხევით
და გინათებდა თაფლისფერ თვალებს.
ელდანაცემი წერილებს გწერდი
ღამე იმ პირველ მნათობს მოჰგავდა
როცა დილის ნამს ცისკარი ერთვის
შენც ჩემთან იყავ როგორც ხონთქართან
და ამომივსე სულის ნაოჭი
ჭრილობებს ჩეხდი, როგორც ჯალათებს
როგორც მხედარი ისე გამოჩნდი
და ჩემი ცრემლი ვარდით დაფარე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →