შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე არ მაშინებს

ზვ ია დი 8 წლის წინ
მე არ მაშინებს დელგმა,სიშორე
დავწვი უფერულ დღეთა ლოდინი
თვალში ჩარჩენილ ნისლებს ვიშორებ
ვხატავ სამყაროს გრძნობით,ფოფინით

მე არ მაშინებს ცვალებად მარტის
გაურკვევლობა, თამაში მისი
როდესაც დაღლილს ქარბუქი მაწვიმს
ცაში ჩიტების გალობა ისმის

მე გამიტაცა ეშხმა ბუნების
და ვუშვერ კისერს ცვენას ფოთლების
თუ წვიმის დროსაც ზეცავ ქუხდები
დამიფარავენ შენი ქოლგები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →