შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

იმზირებიან შენი თვალები

ზვ ია დი 8 წლის წინ
შენი თვალები იმზირებიან,
იმზირებიან შენი თვალები,
ძველი თბილისის გამზირებია
და მყოობადი ფერისცვალების.

აგრე მწუხარე, ვით შემოდგომა
კედლის ჩარჩოზე დატოვებ ნაღველს
სოფლის ბავშვობა, ვით ოროველა
გაგახსენდება და თვალებს ახელ.

სიფითრე შენი, ვით დამაშვრალი
და ჭიანური შენი ხმებისა,
ღიმილი შენი ძოწეულ- ლალის
დაგეღვრებიან ტუჩზე ზეფირად.

კამკამა წყარო და შემოდგომა
და მყოობადი ფერისცვალების
შენი თვალები იმზირებიან,
იმზირებიან შენი თვალები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →