შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შემოდგომაა თუ ფოთოლცვენა

ზვ ია დი 8 წლის წინ
შემოდგომაა თუ ფოთოლცვენა
ღრუბლის ჯარები ტორავენ ქალაქს
კოკისპირულად წამოვა წვიმა
თითებს ისველებს აივნის კართან.
გაივსებიან და ორმოები
დამსგავსებიან წყლით სავსე ფინჯანს
ეს შევერცხლილი საღამოები
დაგელოდება ამ კარის მიჯნა.
ბაღში ხეხილი ოდეს ყვაოდა
ცეცხლწაკიდებულ ნაფაზად იწვის
ჩაჰკონებია სუსხი ბაობაბს
მრუდედ ესობა ამ ღამეს ხიჭვი.
შემოდგომაა თუ ფოთოლცვენა
საღამოებით ივსება ღამე
და შორეული ის მოგონება
ამ კარის იქით დახუჭავს თვალებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →