შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჯაკომო ლეოპარდს

ზვ ია დი 7 წლის წინ
გზაზე შემთხვევით ლოდთან საღამოს
შეგხვდება ჩრდილი ვითომ, ჯაკომოს,
ის პოეტურად სალამს გთავაზობს
შენც უპასუხებ ვცოცხლობთ ბატონო.
მერე როდესაც მთვარე ნამგალა
წრეს შემოავლებს შენს გავლილ მანძილს,
აგედევნება შუქი სახრავად
და შენ ძლივსაღა მიაღწევ მანძილს,
სადაც გელიან ის ოცნებები
რომელნიც ახლა მდინარეს ერთვის,
ჯაკომოსავით ფილოლოგებიც
ვერ მიხვდებიან სად დაგწვავს დენთი
და გაგიცრუებს იმ იმედებსაც
რითაც ცოცხლობ და ცოცხლობდი რითიც,
და შენ წინ, სადაც ცხადი ბნელდება
აღიმართება ვეება მითი.
ხვალაც შემთხვევით ლოდთან საღამოს
შეგხვდება ჩრდილი ვითომ, ჯაკომოს,
ის პოეტურად სალამს გთავაზობს
შენც უპასუხებ ვცოცხლობთ ბატონო.
2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →