შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გეძახდი, ტურფავ

ზვ ია დი 2 წლის წინ
გეძახდი, ტურფავ, მაშინ როდესაც
მზეზე ყვაოდა მწვანე მინდორი
სითბოს უკუნი სევდა მოსდევდა
მე შენზე წინათ ასე ვფიქრობდი:
- იქნებ უშენოდ ძილი მეცადა
შევკიჟინებდი უძლურ სიმშვიდეს
უიარაღო ახლა მე ვარ და
ნასროლი კოცნა ზღვაზე ლივლივებს,
უიარაღოდ ვისვრი გულიდან
კოცნებს აგებულს პირამიდებად
შენს მონატრებას ახლა ვუცდი და
ეს მონატრება ახლა მჭირდება. -
ვწერ ამ დღის, დღიდან ალბათ მეასე
როცა აგშორდა კოცნა მეორე
მაგრამ უეცრად გამომეცხადე
უშენობიდან ას დღეს გელოდე.
გაჩნდი უეცრად, ვით ჯადოქარი
გახსენი გულის ყველა პარკუჭი
შენ სიმძიმილის ჩააქრე ალი
რომელსაც გული ვეღარ აუდის.
აამეტყველე მთისა ყოილი
შუქი მოჰფინე ვარდსა მკვნესარე
ჩემი გულიდან გამოსროლილი
შენ დაიჭირე კოცნა მესამე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →